12:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 11:09:28, 2229 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და დელეგაციას ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება.

შეხვედრაზე საუბარი  საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, მსოფლიო ბანკთან ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიმდინარეობს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ფორუმი, რომლის მუშაობაშიც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ასევე მიიღებს მონაწილეობას.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics