17:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 10:47:28, 2266 ნახვა

ეკონომიკა
გახარია: ევროპა და მთელი მსოფლიო რვა ათასწლიან ღვინის კულტურას ეცნობა, რომელიც საქართველოში გვაქვს


საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენის „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნას  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და  სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.
როგორც მინისტრმა მედიასთან საუბარში  აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი, კულტურული ღონისძიება, რომელმაც საქართველო, როგორც ღვინის აკვანი უნდა გააცნოს ევროპას და მთელ მსოფლიოს. 
 „მთავარი ის გახლავთ, რომ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა შესანიშნავი გამოფენა, რომელიც 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ყველაზე მთავარი კი ამ გამოფენაში ის არის, რომ წარმოჩინდება 8 ათასწლიანი უწყვეტი ღვინის კულტურა, რომელიც  საქართველოში გვაქვს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გამოფენა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში იმართება. 
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს ხსნის. საქართველო ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.
გამოფენის ფარგლებში, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ მეღვინეობის სამშობლო სწორედ საქართველოა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics