|
2017-09-14 18:51:47, 2127 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი დასრულდა
13-14 სექტემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა. ფორუმის დახურვას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, 2017 წლის ფორუმი სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები“, ორიენტირებული იყო იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე და ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე. „შევაჯამეთ ორდღიანი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მდიდარი გამოცდილება ჩამოიტანეს ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა ქალაქებიდან. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც არამხოლოდ გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში გამოიხატება. მათ შორის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამა, რაც გულისხმობს ზოგადად მერიების და მერების როლს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებისთვის. ეს ინდიკატორები ყველამ გავითავისეთ, ყველამ მივიღეთ და ერთხმად შევთანხმდით იმაზე,რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საზოგადოება ჩვენს ქალაქებში ცხოვრობდეს უფრო მეტად კომფორტულად, უფრო უკეთეს და ჯანსაღ გარემოში და იყვნენ ეკონომიკურად უფრო უზრუნველყოფილნი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკით გამოირჩეოდა. ფორუმში მონაწილეობდა ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები. გაიმართა16თემატური სესია შემდეგ თემებზე:ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები,მიზნები დახედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ წარდგენაგაიმართა. თბილისს მიენიჭა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი. (NS)
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)