2017-09-14 18:07:10, 2143 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.
პეტრიაშვილის კანდიდატურას მხარი 139-მა დელეგატმა დაუჭირა.
არჩევნებში კენჭს სულ სამი კანდიდატი იყრიდა - მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი. ზენაიშვილმა დელეგატების 62 ხმა მიიღო, ხოლო 2 ბიულეტი გაბათილდა.
რაც შეეხება ოქიტაშვილს, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ცნობისთვის, ირაკლი პეტრიაშვილი პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიციას 2005 წლიდან იკავებს.
ავტორი: ,