13:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 16:35:46, 2376 ნახვა

საზოგადოება
ნუ იქნები ნეიტრალური - იყავი შენი ქვეყნის არჩევნების დამკვირვებელი

„ვაკვირდები“ - გახლავთ არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების საზოგადოებრივი კამპანია საქართველოში.

მოცემულ საპილოტე ეტაპზე კამპანიის ძირითადი მიზანია, იმ მოქალაქეების გაერთიანება, რომელთაც აღარ სურთ დაუთმონ საკუთარი ხმა საზოგადოების პასიურობასა და ნიჰილიზმს. ეს კამპანია, არის მოქალაქეების და იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მზად არიან არა მარტო მონაწილეობა მიიღონ, არამედ, დრო და ენერგია გაიღონ საქართველოში არჩევნებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესთან დაკავშირებით.

8 სექტემბერს ცესკომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებლის სახით დაარეგისტრირა - „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი“.

საპილოტე ეტაპზე, ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს მხოლოდ თბილისში, რადგან დედაქალაქი არის ქვეყნის სახე. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ის ვის ავირჩევთ, არამედ ის, თუ როგორ შესრულდება წინასაარჩევნო დაპირებები.

თუ შენთვის სულ ერთი არ არის მოაწესრიგებენ, თუ არა შენს ეზოში საბავშვო მოედანს, გააკეთებენ, თუ არა ავტოსადგომს, დარგავენ სკვერებში ხეებს, თუ მის ადგილას ააშენებენ მრავალსართულიან შენობებს, თუ შენთვის მნიშვნელოვანია: სუფთა ქუჩები, თანამედროვე საჯარო ტრანსპორტი, თუ შენ გინდა სიკეთე შენთვის და შენი მეზობლებისთვის, მაშინ ზუსტად ის მომენტია, როდესაც შენ არა მხოლოდ უნდა წახვიდე არჩევნებზე, არამედ დააკვირდე მისი მიმდინარეობის პროცესს და დაიცვა შენი ხმა. თუ შენთვის სულ ერთი არ არის, ე.ი. შენ ერთერთი ჩვენგანი ხარ და შენ აკვირდები! 
მოხალისე დამკვირვებლებისთვის ტრენინგთან დაკავშირებული კითხვებისთვის მიმართეთ:
ტელ: (995) 555 43 00 46 
ელ-ფოსტა: vakvirdebi@gmail.com 
#ვაკვირდები

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics