2017-09-13 17:24:13, 2228 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი საიდენტიფიკაციო სამაჯურებს ახალშობილებს ხვალ ქუთაისში გადასცემს
ხვალ, ქუთაისში, 12:30 საათზე , დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საიდენტიფიკაციო სამაჯურებს ახალშობილებს გადასცემს.
იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ახალშობილებისთვის ახალი სერვისი დანერგა. საქართველოს ყველაზე პატარა მოქალაქეებს თავიანთი სიცოცხლის პირველივე დღეებში საიდენტიფიკაციო სამაჯურები გადაეცემათ.
მისამართი: ქუთაისი. ჯავახიშვილის ქ. 83ა (წყალტუბოს გადასახვევთან)
(NS)
ავტორი: ,