13:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 04:31:24, 2051 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სფეროში საქართველო-ლატვიის თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.

ლევან იზორიამ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. მან ლატვიის ელჩთან სამხედრო განათლების კუთხით, ასევე ქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის დანერგვის პროცესში ლატვიის გამოცდილება გასათვალისწინებელია. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც აღნიშნულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დეტალურად განიხილავს. შეხვედრას ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფს რუდზუროგა დაესწრო.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics