|
2017-09-13 03:36:04, 2252 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ვფიქრობთ, თუშეთში ზამთრის სეზონზე ვერტმფრენის რეისის შესაძლებლობა წელსაც იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა, პროექტის მხარდამჭერი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. „ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა, რომ თუშეთში უკვე რამდენიმე დღეა გვაქვს სწრაფი ინტერნეტი, 24 სოფელსა და 4 ხეობაში არის სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა თუშეთის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society ერთად. ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც 7 თვეა პრაქტიკულად სახმელეთო გზით მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის წვდომა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერის განმარტებით, თუშეთში ზამთრის სეზონზე შარშანდელის მსგავსად, ვერტმფრენის რეისები დაინიშნება: „მოგეხსენებათ, ჩვენ შარშანდელი ზამთრის სეზონში დავნიშნეთ ყოველ კვირა ვერტმფრენის რეისი, რომელსაც შსს-ს საზღვრის დეპარტამენტი ახორციელებდა, სასაზღვრო პოლიცია და ვფიქრობ, წელსაც აუცილებლად იქნება ვერტმფრენის რეისის შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომისთვის იმისათვის, რომ ასევე ტურიზმის კუთხით ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ დაეხმარებათ იმაში, რომ მსოფლიო ბუკინგის სისტემაში ჩაჯდნენ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)