|
2017-09-13 02:45:26, 2225 ნახვა
საზოგადოება
აშშ რუსეთს მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს
ამერიკა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია, - ამის შესახებ აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედროები გაიყვანოს. "ამერიკულმა მხარემ გამოხატა ღრმა შეშფოთება მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციისა" და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა 2016 წელს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის კანონის წინაშე პასუხისგებაში მიცემის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ადგილზე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)