12:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 10:02:14, 1700 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ გაითვალისწინა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია წილისყრის პროცედურისა და რიგითი ნომრების მინიჭების შესახებ

ცესკომ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია გაითვალისწინა და წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლო უადრეს ვადაში ჩაატარა, - ამის შესახებ „მრავალეროვნული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 28 აგვისტოს მიმართეს.

„მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივე შესაძლო, უადრეს ვადაში განისაზღვრა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები უნდა განისაზღვროს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ გაითვალისწინა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია და წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლო უადრეს ვადაში - 11 სექტემბერს ჩაატარა.

მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. „მრავალეროვანმა საქართველომ“ მოითხოვა, საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა. რაც გულისხმობს, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო კამპანიის პერიოდში მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩეველთა დროულ ინფორმირებას.

აღნიშნულის მიზნით, ორგანიზაციამ ცესკო-ს მიმართა თხოვნით, რათა მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ უზრუნველყოს წილისყრა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის თანაბარუფლებიან გარემოში წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics