|
2017-09-12 08:38:13, 2175 ნახვა
საზოგადოება
პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 1 600 ხე-მცენარე დაირგვება
თბილისის მერია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში მდებარე გაჩერება მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლებს. შშმ პირთათვის მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პანდუსი. ახალი გაჩერება მოეწყობა პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებულ უსაფრთხოების ახალ კუნძულზე. ორივე გაჩერება ერთ კვადრატში მოექცევა და ქვეითთა გადასასვლელებიც შესაბამისად დაიხაზება. ახალი გაჩერების მოსაწყობად ტერიტორიაზე ერთი ძირი ნეკერჩხლის მოჭრა გახდა საჭირო. პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაირგვება 1 600 ხე-მცენარე, მათ შორის, ყველა იმ ადგილას, სადაც ადრე ჭადრის ხეები იყო, კვლავ ჭადრები დაირგვება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)