12:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 07:12:08, 2020 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ბამბანგ სუსანტონოს შეხვდა. 
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თბილისში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს შეეხო.
 კერძოდ მიმოიხილეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს. 
ასევე თბილისის მერის განცხადებით, სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა ახალი მეტრო სადგური.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე, რომელიც თბილისში ADB-ის მხარდაჭერით იმართება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან.  აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ , ჩვენი საჭიროებები დავაფიქსიროთ და  ამ ყველაფრის პრეზენტაცია გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლის გარეშეც ეს კონფერენცია ასეთი მაღალი ხარისხის  ვერ იქნებოდა“,- განაცხადა  დავით ნარმანიამ.
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბამბანგ სუსანტონო თბილისში,  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში იმყოფება. 
ის მონაწილეობას კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს. 

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics