2017-09-12 06:54:19, 2053 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ვერ ავიღებ რისკს, რომ უმრავლესობა გაიყოს
„ვერ ავიღებ რისკს, რომ უმრავლესობა გაიყოს, ჩვენ გვჭირდება უმრავლესობა, რათა განვახორციელოთ სერიოზული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„მე არავის ვაშინებ, არც ვაშანტაჟებ, მე ზუსტად ვიცი რა ვითარებაა უმრავლესობაში, ვერ ავიღებ რისკს, რომ უმრავლესობა გაიყოს, იმიტომ რომ გვჭირდება უმრავლესობა, რათა გავატაროთ სერიოზული რეფორმები ქვეყანაში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ,