01:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 06:35:39, 2083 ნახვა

კომენტარი
უკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილის დეპორტაცია არ მოხდება - საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისისთვის მზად არაა

უკრაინელი ექსპერტის, ორგანიზაცია "უკრაინის ბორომეტრის" დირექტორის ვიქტორ ნებოჟენკოს შეფასებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია ნაკლებად  სავარაუდოა.

24tv-ის ინფორმაციით, ნებოჟენკომ განმარტა, რომ თუ ხელისუფლება ხვალიდან დაიწყებს ჟურნალისტების, დეპუტატების და აქტივისტების დაკითხვას, რაც ექსპერტის შეფასებით, მოსალოდნელია, ეს სააკაშვილის პოზიციას უფრო გააძლიერებს.

"სააკაშვილს, მედიის ცნობით, უკრაინაში 1.5-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, ხოლო საქართველოში მისი რეიტინგი 15 პროცენტს შეადგენს და საკუთარი პარტია გააჩნია. სააკაშვილის ნახვა საქართველოში არ უნდათ. სწორედ ამიტომ, ის საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება, რადგან  ის არაა მზად პოლიტიკური კრიზისისთვის. მეორე საკითხია, თუ დეპორტაცია მოხდება, თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო ზონა უნდა გადაკვეთოს და მაშინ როდესაც, ამერიკის საელჩოს ეძინება, მას ჩამოაგდებენ. რუსეთს თვითმფრინავების ჩამოგდების დიდი გამოცდილება აქვს. მაგრამ სააკაშვილის დეპორტაცია არ მოხდება", - განაცხადა უკრაინელმა ექსპერტმა. 

ექსპერტის თქმით, სააკაშვილმა კარგად აითვისა თავისი როლი და ყველა პროცესის სტიმულატორი გახდა.

"მოსახლეობას იმდენად მობეზრდა ამჟამინდელი მმართველობა, რომ ის ყველანაირ სიტუაციას იყენებს, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. სააკაშვილის ქმედებებმა ფიზიკური ძალის სახე მიიღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კიევის ცენტრში არანაირი მაიდანი არ გვექნება", - განაცხადა ვიქტორ ნებოჟენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics