|
2017-09-12 02:05:22, 2713 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდაში „ირმას“ 9 ადამიანი ემსხვერპლა - 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ირმას“ 9 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად შტატი ფლორიდა დააზარალა. ფლორიდაში, "ირმას" გამო ელექტროენერგია 6,5 მილიონ აბონენტს არ მიეწოდება. ფლორიდაში, ქარიშხალის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა. ცნობისთვის, „ირმას“ სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა და საშიშროების მე-5 საფეხურიდან პირველზე ჩამოვიდა. ამასთან, მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება. სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა. სენ-მარტინსა და ბარბუდაზე განადგურებულია შენობების 95%. კარიბის ზღვაში სტიქიას 37 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 დაიღუპა კუბაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)