12:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 04:58:53, 1931 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა - განვლილი ტურის მიმოხილვა

9-10 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, “მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მორიგ ტურს უმასპინძლა.

თამაშები, როგორც ყოველთვის, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. უმაღლეს ლიგაში საინტერესო გამოდგა ცხრილის ოთხეულში მყოფი გუნდების დაპირისპირება. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, სადაც „ნახალოვკა“ „სეუს“ დაუპირისპირდა, სეუელთა გამარჯვებით  1:5 დასრულდა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე გიორგი მოდებაძე (სეუ) გახდა, რომელმაც 3-ჯერ დაამწუხრა ნახალოვკელები. ტურის მეორე ცენტრალური დაპირისპირება ცხრილის ლიდერ „უქიმერიონსა“ და მესამეადგილოსან „აფხაზეთს“ შორის გაიმართა. „უქიმერიონის“ ფეხბურთელებმა თავიდანვე მოიპოვეს ბურთზე კონტროლი, რაც მათ მიერ გატანილ გოლებზე აისახა. ამ გამარჯვებით (6:0), „უქიმერიონი“ კვლავ ცხრილის ლიდერია და მეორეადგილოსან „სეუს“ 2 ქულით უსწრებს. საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა “დიდუბესა“ და „35-ე თბილისს“ შორის გამართული შეხვედრა, რომელიც დიდუბელთა გამარჯვებით (4:3) დასრულდა. მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა შეხვედრა „ტტცსა“ და „კვარტალს“ შორის, რომელიც „ტტცს“ გამარჯვებით (4:0) დასრულდა. ცხრილის შუაში მყოფმა „ვაზისუბანმა“ კი,  დამაჯერებლად იმარჯვა ბოლოადგილოსან „ბასკისთან“ (8:1).                                                

მეტად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები პირველ ლიგაში. გუნდები მეორე ეტაპს ორმაგად მოტივირებულები შეხვდნენ, რაც ანგარიშებზე და თამაშის ხარისხზე დადებითად აისახა. ტურის სენსაციად „პლატინუმის“ მეორედ წაგება შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ შეხვერდაში „ბასამ“ შეძლო და ურთულესი 3 ქულა მოიპოვა. „პლატინუმის“ წაბორძიკებით ისარგებლა
„არისტოკრატებმა“, რომელმაც „თ.ს აკადემიას“ დიდი ანგარიშით (7:2) მოუგო და სამეულში დაწინაურდა. ცხრილის ერთ-ერთმა ლიდერმა „დადიანმა“ (5:2) სძლია მეტოქე „ინტექსს“ და ამ გამარჯვებით ადგილი გაიმყარა სამეულში. მარტივი გასეირნება გამოუვიდა პირველადგილოსან „თ.ს სასამართლოს“, რომელმაც „უქიმერიონ 1960“-ს (8:2) მოუგო. დანარჩენი შეხვედრები უხვგოლიანობითა და სანახაობრიობით გამოირჩა. ტურის საუკეთესო მოთამაშე “დადიანის“ შემტევი რატი ბაკურაძე გახდა, რომელიც ინტექსთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკით გამოირჩა. საინტერესო გამოგდა „ბასიანისა“ და „ტც მილანის“ დაპირისპირება, სადაც 9 კაცით დარჩენილმა „ტც მილანმა“ (1:3) დათმო შეხვედრა.  გუნდების მოტივაცია და შემართება ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ დარჩენილი ტურები მეტად საინტერესო იქნება და შესაძლებელია, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურამდე ვერ გაირკვეს. მომდევნო შეხვედრები 16-17 სექტემბერს გაიმართება.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“ ტელეკომპანია „თრიალეთი“.

 ინტერნეტპორტალები: „sportstar.ge„მსოფლიო სპორტი“ goal.ge” “1news.ge”; “epn.ge”  “ავტორადიო“  რადიო  „ჯაკო“

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics