12:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 04:40:24, 2148 ნახვა

საზოგადოება
კახეთში 11 სექტემბერს მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად შეასუსტეს

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად 11 სექტემბერს კახეთის ექვს  რაიონში 3100 კვ.კმ  საერთო ფართობის გამორჩეულად დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა. 
"დელტას" ინფორმაციით,   სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალის უდიდესი ნაწილი თავიდან იქნა არიდებული, რისთვისაც სისტემამ 150-მდე რაკეტა გაისროლა. 
მათივე ინფორმაციით, სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 11 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში  ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და დედოფლისყაროს რაიონებში  3100 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე მასშტაბური ფრონტალური და შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები დაამუშავა. 
გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა. 

  რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან 
11  სექტემბრის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. 
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 40 მმ იყო. 
ღრუბლის მასებმა რეგიონში უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა და ეტაპობრივად მოიცვა ზემოთაღნიშნული ექვსი რაიონი ამას თან დაერთო ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ღრუბლის კერები და ძლიერი ქარი.
18:47 საათიდან 23:08 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.  
ღრუბლის მასების დასახლებლი პუნქტების თავზე გადაადგილების გამო ზოგიერთ რაიონში დამუშავება რაკეტის სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში განხორციელდა. 
ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შედეგად აღნიშნულ რაიონებში მოსალოდნელი დიდი რაოდენობის მყარი ნალექის (სეტყვა) ჩამოცლა სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა შემცირებული და თელავის და ლაგოდეხის რაიონებში ძირითადად დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა. 
ნალექის დიდი ნაწილი კი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics