|
2017-09-12 03:44:38, 2171 ნახვა
საზოგადოება
„IFES-ი ძალიან ამაყობს საქართველოს საარჩევნო კომისიით!“
„საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში", - ამის შესახებ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ სვენსმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს საპრლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ გვერგო პატივი, ვუმასპინძლოთ კიდევ ერთ ვიზიტს ჩვენი მეგობარისაქართველოდან. საქართველოს საარჩევნო კომისია და კენჭისყრის, როგორც გადაწყვეტილების მიღებისა და საზოგადოების წინსვლის გზის გამოყენების ქართულიისტორია ისაა, რითიც ჩვენ IFES ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მისიაა, ყველა ხმა იქნას გაგონილიდა დათვლილი. საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისადა საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში. ეს იყო კიდევერთი შესანიშნავი საუბარი საქართველოში დემოკრატიისა და მშვიდობიანი საარჩევნოპროცესისადმი ერთგულების შესახებ", - აღნიშნა უილიამ სვენსმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს მართავს კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)