12:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:58:08, 1997 ნახვა

საზოგადოება
„ბიბლუსში“ საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი იყიდება, რომელზეც აფხაზეთი დატანილი არ არის

მომხმარებელმა მაღაზია „ბიბლუსში“ საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი აღმოაჩინა, რომელზეც აფხაზეთი დატანილი არ არის.

ნინო მჭედლიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული სუვენირი „ბიბლუსის“ ქსელში სხვა სათამაშოებთან ერთად იყიდება და მისი ღირებულება სულ რაღაც 4 ლარს შეადგენს.

„დღეს ვნახე ბიბლუსში.... თავიდან მეც გატეხილი მეგონა... არა აფხაზეთი მოჭრილი აქვს, სუვენირია და საქართველოში იყიდება“,-წერს  ნინო მჭედლიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიბლუსმა“ განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმწოდებლებმა მაღაზიას რამდენიმე ცალი ხარვეზიანი სუვენირი „შეაპარა“.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე „ბიბლუსის“ იურისტები დღესვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს.

„რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი - საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი.

გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმეცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.

საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics