11:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 01:41:45, 2103 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება

თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება, რომლის ამოცანაცაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს. სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც  მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს.

„ლეტერატო - ესაა სივრცე, სადაც ბავშვებს ელით აღმოჩენებით აღსავსე სამყარო, რომელშიც თავად ხდებიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პროცესის მთავარი მონაწილე. ამ პროცესში მოზარდები იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს, რაც მათ ზრდასრულ ცხოვრებაშიც ძალზე გამოადგებათ. გარდა ტრადიციული სასწავლო პროცესისა, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებს, ექნებათ გასვლითი გაკვეთილები“ - აღნიშნავს „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე.

აზროვნების აკადემია სასწავლო პროცესს 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. ამჟამად მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. აკადემია დაახლოებით 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“:

თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)

Facebook.com/letteratoschool; 2letterato@gmail.com

599510339; 599350609

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics