11:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 01:34:53, 3019 ნახვა

საზოგადოება
„ქართული მარში” დღეს „ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავს

„ქართული მარში” დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა,  ისინი ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ექვს საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისისკენ გაემართებიან, სადაც ე.წ. სოროსის ფონდის გაუქმებას მოითხოვენ, შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას დაიწყებენ:

„ქართული მიწა იყიდება საგანელიძის პროექტის გამო, რომლის მიხედვითაც, ნახევარი მილიარდი დოლარი, ანუ 500 მილიონი დოლარი უნდა შევიდეს საგანელიძის და ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეებში, აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას კანონისას, რომლის მიხედვითაც, პირდაპირი მიყიდვის წესით მთავრობას და კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, ირანელებზე, თურქებზე, ჩინელებზე გაასხვისონ მიწები და აქ ჩამოასახლონ უცხოტომელები. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციაში შეიტანა  ცვლილება, რომ ქართული მიწა არ იყიდება, მაგრამ ამ კანონპროექტით ფაქტობრივად ამას ხაზს უსვამს და ქართული მიწის გაყიდვა შესაძლებელი იქნება და ჩვენ მივიღებთ საშინელ სიტუაციას. ვაპროტესტებთ ამას. ეს ყველაფერი არის პარლამენტის ე.წ. სოროსელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, ჩუგოშვილის, თალაკვაძის, ნაცზონდერი ზარდიაშვილის და ამ საპარლამენტო გუნდის ინიციატივა, რათა ხელი შეეწყოს იმ ფულის შემოდინებას და ჯიბეში ჩადებას, რომელ ფულზეც დახარბებულები არიან ეს ვაჭრუკანები. ესენი არიან სოროსის შვილობილები და სოროსის მითითებებით მოქმედებენ დღემდე. ექვს საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, მივდივართ სოროსის ფონდის ოფისთან, მოვითხოვთ სოროსის ფონდის გაუქმებას, იქვეა ქართული ოცნების ცენტრალური საარჩევნო შტაბი და დავიწყებთ ქართული ოცნების  ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას. ჩვენ ვთხოვთ, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ახა კალაძემ, რომელიც ასევე გენერალური მდივანია „ქართული ოცნების“ პარტიის,  დააფიქსიროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით-ემიჯნება ის თავის თანაგუნდელებს, თუ ისიც მომხრეა, რომ  ქართული მიწა გაიყიდოს და ჩვენი მიწა ხელში ჩაიგდოს უცხოტომელებმა“,-განუცხადა სანდრო ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“.

სანდრო ბრეგაძე  სერიოზულ სიურპრიზებს აანონსებს და ამბობს, რომ ის გადაიზრდება მძლავრ საპროტესტო ტალღაში, რომლის მოთხოვნებიც ბევრად უფრო რადიკალური იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics