|
2017-09-11 08:18:09, 1117 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” დასრულდა
ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. უკრაინულმა საზღვაო-საავიაციო ქვედანაყოფმა დესანტირების, სპეციალური ოპერაციების ძალების ქართველმა და ბულგარელმა სამხედროებმა კი, რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და არმიის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პირადმა შემადგენლობამ მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ასევე არტილერიის მხარდაჭერით შეტევითი, თავდაცვითი და ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს. მრავალეროვნული სწავლების ოფიციალური დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურებისა და აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ მიმართეს, სწავლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის და ჯარების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცხრა სამხედრო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძით“ დააჯილდოვეს. სწავლების დახურვის ცერემონიალის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა. სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწა იყო. სწავლების სცენარი სტაბილურობისა და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარებოდა. (NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)