06:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 08:04:59, 2487 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში ნატო-ს სამხედრო კოლონაზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთში ნატო-ს სამხედრო მისიის კოლონაზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ტერორისტმა თავდასხმა ქაბულის სიახლოვეს მდებარე ბაგრამის ავიაბაზასთან განახორციელა. მან თავი  აიფეთქა.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ან/და დაღუპულები სამხედროებს შორის.

როგორც  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, აფეთქების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოლქის გუბერნატორის აბდულ შუკორ ქოდოსის თქმით, აფეთქების შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა.

გარდა ამისა, სააგენტოს "თალიბანის" მიერ გავრცელებული განცხადებაც მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების შედეგად 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 11 დაიჭრა და 3 ავტომობილი განადგურდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics