08:39 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 07:47:00, 2526 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პოლიციაში უარყოფენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პასპორტი „მოიპარეს“

უკრაინის ეროვნული პოლიცია საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ ოდესის ყოფილი გუბერნატორის პასპორტი "არ მოუპარავთ".

"განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ჩვენ ამოვიღეთ სააკაშვილის პასპორტი "შეგენის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სიმართლეს არ შეესაბამება. ასე, გაკეთებული განცხადება პასპორტის ამოღებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება იმ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას მოსდევდა. ადგილზე პოლიცია მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავდა და არავის პასპორტი არ ამოუღია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ლვოვში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარზე მას პასპორტი მოპარეს და ამაში უკრაინელი სამართალდამცველები დაადანაშაულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი: ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics