|
2017-09-11 07:13:58, 2405 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინას მიმართავს, „სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“. ადვოკატის განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტი მან უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში დღეს დილით შეიტანა. "საიმიგრაციო სამსახურში აღნიშნული განაცხადის შეტანამ უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. იმისათვის, რომ არ დავუშვათ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, გვსურს მისი სტატუსი გავაძლიეროთ სხვა სამართლებრივი სტატუსით. კერძოდ კი, მიენიჭოს სტატუსი "პირის სტატუსი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც უკრაინაში მუდმივად ცხოვრობს", - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ, ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია, მედიისგან შეიტყო და განმარტა, რომ ოფიციალურ უწყებას, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ჯერ არ უცნობებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)