|
2017-09-11 05:35:28, 2250 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, პასუხისმგებლობა უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, "ბოევიკმა" აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანებმა დასავლეთში. პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ინციდენტს, რომელიც გუშინ მოხდა სახელმწიფო საზღვარზე, პოლიტიკური შეფასებები არ სჭირდება. "ჩვენი კომენტარები მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში გაკეთდება. 26 ივლისს ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოს, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით მე გამოვეცი განკარგულება, რომლითაც სააკაშვილს მოქალაქეობა შეუჩერდა. პრეზიდენტს არ შეეძლო ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე დაეტოვებინა. ყველა სამართლებრივ ქვეყანაში პირს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში", - განაცხადა პოროშენკომ. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, პოროშენკოს შეფასებით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. „მე, როგორც პრეზიდენტი, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. გავიდა თვენახევარზე მეტი, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილი იყო დანაშაული, რადგან ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა კონსტიტუციითაა დაცული. ეს ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, "ბოევიკმა" აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანებმა დასავლეთში. პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)