|
2017-09-11 04:36:48, 9065 ნახვა
High - Tech
აშშ რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად, ახალ ატომურ იარაღს შექმნის
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის აგრესიის შესაკავებლად, ატომური იარაღის ახალი, კომპაქტური სახეობის შექმნაზე მსჯელობენ. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება. როგორი იქნება ეს "კომპაქტური" ატომური იარაღი, ჯერ უცნობია. "ის უნდა იყოს კომპაქტური და იაფი, ხოლო მისი აფეთქების სიძლიერე-უმნიშვნელო", - ვარაუდობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. Politico-ს ვარაუდით ახალი სახის ატომური იარაღის შექმნას შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოძახილებები მოჰყვეს. აშშ-ის ამ ნაბიჯმა შესაძლოა ახალი საერთაშორისო "ატომური რბოლის" ახალი სცენარით განვითარება გამოიწვიოს-ვარაუდობენ Politico-ში. ამ დროისთვის აშშ-ის ატომურ არსენალში ყველაზე სახიფათო ატომურ იარაღად ცვალებადი სიმძლავრის ბომბები B61 ითვლება. პენტაგონის ცნობით, ეს იარაღი აშშ-ის არსენალში მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)