12:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 08:34:23, 2251 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა,  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, სამი კანდიდატი იბრძოლებს. 

ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება, ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა. 

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ სრულ ნდობას უცხადებს. 

პრემიერ-მინისტრი მერობის კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics