2017-09-10 06:15:45, 2371 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მატარებლით აპირებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მატარებლით აპირებს.
ექს პრეზიდენტის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად მან ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
"ჩვენი გეგმა იყო მკაფიო, მივემართებოდით საზღვრისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. გუშინაც ვითათბირეთ, ამ მომენტისათვის არ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ გავემგზავროთ ერთად მატარებლით, რათა გადავკვეთოთ საზღვარი,"-აღნიშნა სააკაშვილმა.
ავტორი: ,