11:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 04:07:44, 2352 ნახვა

საზოგადოება
ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებს. 10 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი მოპირკეთდება ბეტონით; აღდგება სათავე ნაგებობისა და წყალაღების კვანძი; მაგისტრალური არხის საპროექტო კვეთი; არსებული წყალგამყოფი და წყალგამტარი ნაგებობები; საკარმიდამო ნაკვეთებში მოეწყობა გამანაწილებელი ქსელი.

მიმდინარე სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო  ღონისძიებების განხორციელების შედეგად,მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 1100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 754 998 ლარს შეადგენს,  2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics