|
2017-09-09 08:45:58, 8401 ნახვა
High - Tech
მეცნიერებმა „ვამპირების“ წარმოქმნის მიზეზი დაადგინეს
ონკოლოგიისა და სისხლის დაავადებების ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რომელი გენები წარმოქმნის პათოლოგიას, რომლის დროსაც პაციენტის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, - ამის შესახებ Sciencealert იუწყება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, პათოლოგიამ სახელწოდებით პორფირია, წარმოქმნა მითი ვამპირებზე. კვლევის თანახმად აღნიშნული დარღვევა გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადაეცემა. ის ჰემოგლობინის დაშლის და გარკვეულ დარღვევებს იწვევს. მეცნიერების თქმით, დარღვევა შეიძლება მოხდეს როგორც ღვიძლში ასე ძვლის ტვინში, ან ორივესი ერთდროულად. მკვლევარები ამბობენ, რომ სიმპტომების ცოდნის შემთხვევაში, აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობა პირველივე სტადიაზე არის შესაძლებელი. დარღვევის ძირითადი სიმპტომებია: პორფირინების არსებობა შარდში, კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, რასაც თან ახლავს ამ ორგანოს ქრონიკული ანთება, ცალკეული ნერვების ანთება, ფსიქიკური დარღვევები და მუცლის შეტევითი ტკივილები. მეცნიერებს მაგალითად, ბრიტანელი მონარქი ჯორჯ მესამე მოჰყავთ, რომელსაც აღნიშნული პათოლოგია სჭირდა. მონარქი პერიოდულად მუცლის არეში ტკივილს განიცდიდა, იყო გამაღიზიანებელი და საბოლოო ჯამში ფსიქიკური დარღვევები ჰქონდა. ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ დაბალი ჰემოგლობინის გამო, დაავადებული ადამიანის კანი იმაზე ბევრად თეთრია, ვიდრე ჯანსაღი ორგანიზმის მქონე პიროვნების. სწორედ ამიტომ, მკვლევარები აღნიშნულ პათოლოგიას ხშირად "ვამპირიზმს" უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)