11:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 05:33:51, 2437 ნახვა

საზოგადოება
ასათიანის ქუჩის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება.

შესრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, გზის 6300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი  და სანიაღვრე ქსელი.

„ასათიანის ქუჩაზე წლების განმავლობაში დაზიანებული იყო  გზის საფარი.  კომპანია „ჯი-ვი-პისთან“ ერთად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგება გზის ბოლო საფარი და უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაოები. ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კეთდება რამდენიმე მიმდებარე ქუჩა და ჩიხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 110 მეტრიანი მონაკვეთები ახლით შეცვალა.

პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 700 000 ლარამდე გამოყო. საგზაო სამუშაოები შპს ,,ჯეუ გრუპის“ მიერ შესრულდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics