11:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 04:03:36, 2970 ნახვა

საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში მკითხავთან ერთად ნემსებიანი თოჯინა იპოვა

 „TV პირველმა“ პირველმა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სასამართლოში დაკითხვის აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი გაავრცელა.

ჩანაწერში ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქის მდივანმა, შორენა თეთრუაშვილმა მკითხავთან ერთად საპატრიარქოს შენობის სხვენში ნემსებით დაჩხვლეტილი თოჯინა აღმოაჩინა.

"მინდა პატრიარქის მკითხავის შესახებ მოგახსენოთ. ეს ჩემი წამოსვლიდან ერთ კვირაში მოხდა. ზურა ბუჩუკურმა აღმიწერა ეს სიტუაცია, რომ მკითხავი მიიყვანა შორენამ საპატრიარქოში და იქ რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს. ამ ჯადოს აღმოჩენაში საინტერესო ის იყო, რომ კარები, რომელიც სხვენში იპოვეს, კარი, რომლის გასაღებიც შორენას ქონდა ყოველთვის, რატომღაც ეს გასაღები არ აღმოაჩნდა მას და "ბარგალკით" გაიჭრა კარი. იქ იპოვეს რაღაცა თოჯინა რაღაც ნემსებით და ასე შემდეგ. შორენამ პატრიარქს უთხრა, რომ ამისი ბრალი ყოფილა ყველაფერი, რაც ხდებოდა. და ახლა ყველაფერი დალაგდებაო", - ამბობს ოხანაშვილი.

გარდა ამისა, ოხანაშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

„გიორგი შორენასთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო, ერთმანეთთან კარგად იყვნენ. შორენა პირველად დამელაპარაკა გერმანიაში. აი ესე დაიწყო ეს საუბარი: გავიგე, რომ იჭერენო, მაგრამ ამ ტირილში ცოტა სიხარული დავინახე. ხელი მომკიდა და მოკლედ მიშველე და რაღაც", - ამბობს ოხანაშვილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics