|
2017-09-09 03:29:40, 2530 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრა 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიდიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. სტიქია ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. აღსანიშნავია, რომ სეისმოლოგები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. მათივე თქმით, წყნარი ოკეანის მთელ რეგიონში მოსალოდნელია 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე ტალღები. ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის გამო მექსიკის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურება. სტიქიას ქვეყნის პრეზიდენტი ენრიკო პენა ნიეტო გამოეხმაურა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად ზარალი 50 მილიონ ადამიანს მიადგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ისევ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)