|
2017-09-08 04:40:15, 2483 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით, მგზავრებს აფრთხილებს
10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. სასაზღვრო სამსახური მგზავრებს მიმართავს: "იმ მგზავრების საყურადღებოთ, ვინც პოლონეთიდან საზღვრის გადმოკვეთას აპირებთ: პოლიტიკური პარტია და დეპუტატები 10 სექტემბერს "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან შეკრებას და აქციის მოწყობას აპირებენ. შესაბამისად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გამშვებ პუნქტზე დაწესებული განსაკუთრებული წესები დაიცვან. მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)