|
2017-09-08 04:38:34, 8417 ნახვა
High - Tech
მზეზე 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა
8 სექტემბერს დილის 11 საათზე მზეზე უძლიერესი აფეთქება მოხდა. ეს ანომალიურად სახიფათო შემთხვევაა, რადგან აფეთქებამ თავისი სიძლიერიდან გამომდინარე 5 ბალიანი შეფასებიდან 4 ბალს მიაღწია. ამის გამო მას მზეზე აქტიურობის უმაღლესი - X ხარისხი მიანიჭეს. ხიფათს ის კი არ ზრდის, რომ აფეთქებები ძლიერია, არამედ ის, რომ ისინი ყოველდღე მეორდება. მეცნიერების თქმით დედამიწაზე უძლიერესი მაგნიტური ქარიშხლები მძვინვარებს, რაც კოსმოსიდან ნათლად ჩანს. კანადაში ღამით უძლიერესი ჩრდილოეთის ციალი შეინიშნება. მზეზე ანომალიური აქტიურობა 4 სექტემბერს M კლასის აფეთქებებით დაიწყო, ხოლო 6 სექტემბერს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. 7 სექტემბერს კიდევ ერთ უძლიერეს აფეთქებას მეცნიერებმა ხიფათის X კლასს მიანიჭეს. მზეზე ყველაზე ძლიერი აფეთქებები კოსმოსში ტროტილის ექვივალენტში ტრილიონობით მეგატონ ენერგიას აგდებს. ეს მზისგან გამომავალი ენერგიის ნაწილია, რომელსაც ის ყოველ 1 წამში გამოიმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)