|
2017-09-08 04:14:56, 2446 ნახვა
მსოფლიო
მექსიკამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
მექსიკის ხელისუფლებამ, ჩრდილოეთ კორეის ელჩი, ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდების გამო, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ელჩ კიმ ხენ გილს, მექსიკის დასატოვებლად 72 საათი აქვს. მსგავსი სახით ქვეყანამ დააფიქსირა, რომ მისთვის ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ბირთვული გამოცდები სრულიად მიუღებელია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მექსიკა, ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩრდილო კორეის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა. ამასთან, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებენ. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ, მორიგი ბირთვული გამოცდა 3 სექტემბერს განახორციელა. მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)