2017-09-08 01:27:51, 2445 ნახვა
საზოგადოება
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 12-ე და 18-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს მისასვლელი გზა გამოერეცხა.
დეპარტამენტის ცნობით, მომხდარის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ,