|
2017-09-08 01:23:41, 2355 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება. ხურციძის მეგობრის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მას დღეს გაათავისუფლებენ. „ადვოკატი გაეცნო მასალებს და არაფერი არ არის. ვიდეოზე, რაზეც იყო საუბარი პროკურატურის მხრიდან, წინასწარი პატიმრობის განმავლობაში მოვიტანთ ამ ვიდეოსო და არაფერი არ არის ასეთი. დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმიტომ, რომ ტელეფონზე ილაპარაკა და ესეც უნდა შევისწავლოთო. გირაოთი უნდა გამოსულიყო, მაგრამ იქითა მხრიდან გაწელეს, არ აგზავნიდნენ მასალებს. 99% როგორც ადვოკატი ამბობს, გაათავისუფლებენ,“ -განუცხადა „რუსთავი 2“-ს ხურციძის მეგობარმა. ცნობისთვის, ხურციძე ივლისში 14 ქართველთან ერთად დააკავეს. მათ ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)