2017-09-07 07:14:18, 2451 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „ჯი-ემ-პის“ მფლობელი ლინა თოფურია განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ჯი-ემ-პის“ მფლობელი ლინა თოფურია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2017 წლის 6 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მთავარი თემა პარტიების შემოწირულობები იყო. ჩემი სახელით ჟურნალისტმა ჩაწერა ქალბატონი, რომელიც ვითომ ლინა თოფურია იყო. მე არ ვადასტურებ, რომ მქონდა რაიმე ტიპის ინტერვიუ ან სატელეფონო საუბარი რუსთავი 2-ის რომელიმე კორესპოდენტთან.
რაც შეეხება „ჯი-ემ-პის“ შემოწირულობას, ვადასტურებ, რომ კანონმდებლობის ფარგლებში კომპანიამ 120 000 ლარი გადარიცხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე“, - ნათქვამია ლინა თოფურიას განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,