|
2017-09-07 07:06:15, 2140 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეაზე ეკონომიკური ზეწოლისკენ მოუწოდებს
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქვეყნებს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა გააგრძელონ, - ამის შესახებ Reuters იუწყება. ამასთან, ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაფართოვდეს. "გაეროში ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები უკვე შეთანხმებულია და მნიშვნელოვანია, რომ მათი იმპლემენტაცია მოხდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ფხენიანის წინააღმდეგ სანქციათა გაფართოების წინადადებით დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ტალინში ევროკავშირის საგარეო უწყებათა წარმომადგენლებს შეხვედრაზე მიმართა. მედია საშუალების ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მიღებას უჭერენ მხარს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს აზრი არ აქვს. მედიის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)