|
2017-09-07 06:54:48, 8916 ნახვა
High - Tech
არქიტექტორმა მიტოვებული ქარხანა ურბანისტულ სასახლედ აქცია (ფოტოები)
როცა 1973 წელს რიკარდო ბოფილი ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიტოვებულ ცემენტის ქარხანას გადააწყდა, ახალგაზრდა არქიტექტორმა მასში ახალი შესაძლებლობების სამყარო აღმოაჩინა. ასე დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც დღესაც არ არის ბოლომდე დამთავრებული. დღეს, 45 წლის შემდეგ ვერავინ იტყვის, რომ აქ ოდესღაც განადგურებული, ცემენტის მტვერში გახვეული შენობა იდგა. ქარხნის ნანგრევების შეძენის შემდეგ არქიტექტორმა მშენებლების ჯგუფთან ერთად ფასადის გასუფთავების, გარე კედლების რეკონსტრუქციის და მწვანე საფარის განლაგების შემდეგ ინტერიერის მოწყობაზე გადავიდა. არქიტექტორის თქმით, მან "ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის, ბუნებასთან ურბანისტული შენობის შერწყმასა და მცხოვრებთათვის იდეალურად მშვიდ პირობების შექმნას ცდილობდა". შენობის ექსტერიერისა და ლანდშაფტის დახვეწის სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. სამრეწველო მილები, რომლებიც ადრე ცხელი ჰაერითა და ცემენტის მტვრით იყვნენ გავსებული, დღეს უდიდეს სათბურების ფუნქციას ასრულებენ. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ფანტაზიისა და დიდი შრომის შედეგია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|













epn.ge (@expressnews.ge)