12:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 03:56:04, 2322 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: საკონსტიტუციო საკითხებზე ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები

„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის ძირითადი ფუნქციაა, სხვადასხვა ქვეყნებს სამართლებრივ საკითხებზე რჩევები მისცეს.

„მოველი, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები. რასაკვირველია ველოდებით იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ და გვსურს - ეს არის კონსენსუსის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში. თუკი ეს კონსენსუსი არ მიიღწევა, იმ წითელი ხაზის, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რასაც ფაქტიურად ჰქვია ულტიმატუმი, ეს ყოფილა ის რეალობა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics