11:11 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 01:38:35, 2217 ნახვა

საზოგადოება
შსს: ართანას ტყეში ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.

შს მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც შეხვდა, რომლებმაც, როტაციის პრინციპით, ხანძრის კერებთან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ჩაანაცვლეს.

„თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.

ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძარის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს. მეხანძრე-მაშველები, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებთან ერთად, წყლის ჭავლს იყენებენ. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics