2017-09-06 09:32:15, 2597 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა
ზაჰესის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.
როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოხერხდა.
"ზაჰესის ტერიტორიიდან მოხდა ცეცხლის გავრცელება. დამწვარი მიწის ფართობი არის დაახლოებით 4 ჰექტარი. ამ ეტაპისთვის ლოკალიზება მომხდარია. მიმდინარეობს სამუშაოები, უკვე კონკრეტული კერების დასამუშავებლად და იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში ლიკვიდაციაც გვექნება", - აღნიშნა გუბერნატორმა.
ავტორი: ,