11:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 07:50:42, 2296 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის პარლამენტის შენობის შუშის კონსტრუქციის შეცვლა იგეგმება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ქუთაისის  პარლამენტის  რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, იგეგმება როგორც შენობის  მოწესრიგება, ისე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კობახიძის განმარტებით, მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა, რომელიც საყოველთაო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი:

„მოსაწერიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე შენობის მიმდებარე ტერიტორია, რეაბილიტაციას საჭიროებს პარლამენტის შენობა, პირველ რიგში გადახურვა, არის სერიოზული პრობლემები, წყალს ატარებს არსებული გადახურვა, პოლიმერის საფარითაა რეაბილიტაცია ჩასატარებელი. მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. აქაც ორი პრობლემაა. ერთი რომ წყალს ატარებს შუშის კონსტრუქცია და მეორე ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ არსებული კონსტრუქციის პირობებში. აქედან გამომდინარე, აქაც გვაქვს რეაბილიტაციის საჭიროება. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. მათ შორის ავტოსადგომია მოსაწყობი. ტერიტორიის მოწესრიგებაა აუცილებელი. გამწვანება შეგვიძლია ამ ტერიტორიის და შეგვიძლოია მოვაწყოთ პარკი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან  ხაზინადართა საბჭოს დაავალა,  სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი, რათა დაიწყოს მუშაობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics