23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 07:16:23, 2236 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების კომერციულ ბანკებზე გასესხება დაიწყო, რაც ლარის გაუფასურების მიზეზია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრუ რომან გოცირიძე ქვეყანაში ლარის გაუფასურების ტენდენციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს.  

გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ფინანსთა სამინისტროს ადანაშაულებს:

„დღეს ყველას აწუხებს ლართან დაკავშირებული პრობლემა, როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას. ჩვენ აქ გვესმის აბსოლუტურად არასწორი შეფასება იმ მოვლენებისა, თუ რა ხდება დღეს ფინანსურ სისტემაში, სავსებით სწორად აღინიშნა, რომ ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი საქართველოში არ არსებობს. არც შიდა არც საგარეო ფაქტორები. საგარეოში დოლარი დასუსტდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში და მისი გლობალური დასუსტების პროცესი მიდის მათ შორის ჩვენს რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში, ხოლო სავალუტო ნაკადების ცვლილება ქვეყანაში დადებითია. მაშინ რა ხდება? რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება? სად არის ძაღლის თავი დამარხული.ძაღლის თავი დამარხულია ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისეა დამარხული, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი გააუფასურა საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ. 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე. ნახევარი მილიარდი ლარი მისცა ვალად. 2 თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა 3 თვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ვინ მოიგონა ეს უგუნური წესი?“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics