|
2017-09-06 07:06:19, 2217 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: სესიაშვილმა ურჩიოს პრემიერს, რომ კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრიდან ქმედით ორგანოდ აქციოს
„მინდა, ვურჩიო ბატონ ირაკლი სესიაშვილს, ურჩიოს პრემიერ-მინისტრს, რომ კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრიდან რეალურ, ქმედით ორგანოდ აქციოს“,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს კრიტიკის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებას. „ამ შემთხვევაში არ გვექნებოდა ის მძიმე შედეგები, რომელიც გვქონდა. ურჩიოს ბატონ ჭიკაიძეს, რომ არ წავიდეს შევბულებაში მაშინ, როდესაც ხანძარშია გახვეული საქართველო, მართალია აქ ყოფნით ვერაფერს გააკეთებდა, მაგრამ ხალხს მაინც არ ალაპარაკებდა. ურჩიოს შინაგან საქმეთა მინისტრს, არ უპასუხოს ყველა სატელეფონო ზარს და არ მოუყვეს ყველაფერი რაც იცის, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა“,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროპილი საქართველოს წევრის ოთარ აბესაძის კრიტიკას კრიზისების მართვის საბჭოსადმი არ დაეთანხმა. მან ოთარ კახიძეს კვალიფიკაციაზე ზრუნვა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში გარკვევა ურჩია. სესიაშვილის თქმით, პრემიერის ხელმძღვანელობით მაქსიმალური კოორდინაციით იყო მობილიზებული ქვეყნის რესურსები ბორჯომის ხეობაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)