2017-09-06 06:11:09, 2269 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორობის კანდიდატს 8 სექტემბერს დაასახელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური აუდიტორის პოსტზე კანდიდატს 8 სექტემბერს დაასახელებს.
როგორც კობახიძემ საშემოდგომო პლენარულ სესიაზე განაცხადა, პარლამენტს შესაძლებლობა ექნება 20 სექტემბრისთვის გენერალური აუდიტი დაამტკიცოს.
"ჩვენ ასარჩევი გვყავს სახელმწიფოო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი . კონსტიტუციის თანახმად კანდიდატის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. ზეგ, პარსკევს დღეს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. გვექნება შესაძლებლობა, რომ 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი", - აღნიშნ კობახიძემ.
ავტორი: ,