2017-09-06 04:48:12, 2468 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექს პროგნოზირებენ
6 სექტემბერს, დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი-7 სექტემბერს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.
ავტორი: ,